ლიტვა უკრაინას სამი მილიონი ევროს ღირებულების იარაღს მიაწვდის.
ინფორმაციას ამის შესახებ „დოიტჩე ველეს“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.
საუბარია კალაშნიკოვის შვიდი ათას ავტომატზე, რომელსაც ლიტვა აღარ იყენებს მას შემდეგ, რაც მისი არმია ნატო-ს სტანდარტებზე გადავიდა, ასევე ორ მილიონ ტყვიაზე, ნაღმტყორცნებზე, ტყვიამფრქვევებსა და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებაზე.
როგორც ლიტვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ვილნიუსი უკრაინას იარაღს კიევის თხოვნით მიაწვდის, რომელიც ლიტვამ მიმდინარე წლის ივლისში მიიღო.