ლიტერატურული პრემია „საბას“ 2018 წლის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2018 წლის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზ Kaisersaal-ში ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ცერემონია წელს მეთექვსმეტედ ჩატარდა და გამარჯვებულები 10 ძირითად ნომინაციაში წარადგინეს, მათ შორის რამდენიმე ნომინაცია სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის ფარგლებში შეიქმნა.

საუკეთესო რომანი – ლაშა ბუღაძე “პატარა ქვეყანა”.

საუკეთესო პოეტური კრებული – ზურაბ რთველიაშვილი “შენ ხარ ვენახი “.

საუკეთესო პროზაული კრებული – ლევან მუსხელიშვილი “მოკლე მოთხრობები “.

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა – გერმანული გამომცემლობა Mitteldeutcsheferlage”.

ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – რეზო გაბრიაძე.

ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დალი ფანჯიკიძის სახელობის პრემია – ნინო ხარატიშვილი.

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოური კრიტიკა – შტილმან შპრეკერი.

საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი – ეკატერინე ტეტი და იულია დენგი, რეზო ჭეიშვილის “ცისფერი მთები” გერმანულენოვანი თარგმანისთვის.

საუკეთესო უცხოენოვანი ნაწარმოების ქართული თარგმანი – დავით წერედიანი „ფაუსტი  II“.

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ირმა ტაველიძე – “სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები”.

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – ზურაბ ჯიშკარიანი “საღეჭი განთიადები უშაქროდ “.

16 წლის განმავლობაში „საბა“ 140-ჯერ გაიცა 111 ავტორზე და 3400 წიგნი განიხილა.