თბილისის ლიტერატურის მუზეუმში გამოფენა „ბაუჰაუსელი ქალები“ გაიხსნება. ღონისძიება ხორციელდება ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისისა და ერევნის გოეთეს ცენტრის თანამშრომლობით და ეძღვნება ბაუჰაუსის მოძრაობის დაფუძნების 100 წლის იუბილეს. გამოფენა 3 მაისს გაიხსნება.
გამოფენას პროფესორი ულრიკე მიულერი გახსნის და წაიკითხავს ლექციას “ბაუჰაუსელი ქალები და ფემინისტების გამოსვლა თანამედროვე ეპოქაში”.
ასევე, გამოფენის ფარგლებში, 4 მაისს, 19:00 სთ-ზე ნაჩვენები იქნება ფილმი „ლოტე ბაუჰაუსში“, გერმანულ ენაზე, ქართული სუბტიტრებით.
გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში 3 მაისიდან 11 მაისამდე გაგრძელდება.