ლიტერატურის მუზეუმი ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს

14:10, 10.03.2019

საქართველოს ლიტერატურის მუზეუმი 12 მარტს ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს.

„გამოფენა, სახელწოდებით – საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლები მოგვითხრობს, ვინ იყვნენ ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოს პირველი ფუძემდებლები; შრომისა და ბრძოლის რა გზა გაიარეს მათ – რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ბრძოლიდან მოყოლებული, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ფიზიკურ განადგურებამდე“, – აცხადებენ ლიტერატურის მუზეუმში.

მათივე ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მიერ წლების განმავლობაში სხვადასხვა არქივში, დეპუტატების შთამომავლების ოჯახებში მოპოვებული და ლიტერატურის მუზეუმის ფონდებში დაცული ფოტოები და დოკუმენტები.

მსგავსი