ლიონში აფეთქების გამო, საფრანგეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
ლიონში აფეთქების გამო, საფრანგეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. საელჩო ლიონში მყოფ პირებს მოუწოდებს, ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
„ლიონში, ვიქტორ ჰიუგოს ქუჩაზე მომხდარი აფეთქების გათვალისწინებით, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მოუწოდებს ქ. ლიონში მყოფ პირებს, დარჩნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე, თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან და დაელოდონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომ ინსტრუქციებს.
ყველა პირს, რომელსაც ესაჭიროება დახმარება, შეუძლია, დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689“, – აღნიშნულია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლიონის ცენტრში აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.