სტატისტიკოსებმა გამოითვალეს, რომ „ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ერთ წუთში საშუალოდ 90 მეტრზე ნაკლებს დარბის.
ამ მაჩვენებლით, არგენტინელი ვარსკვლავი ერთ-ერთი ყველაზე უარესი ფეხბურთელია ტურნირზე და მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველს ერიკ ბაის უსწრებს.
ამასთან, მესის ყოველ 90 წუთში საშუალოდ 1,2 გოლი და 1,0 შედეგიანი გადაცემა აქვს და ამ მხრივ, ტურნირის 10 საუკეთესო მოთამაშეს შორის შედის.