ლინას ლინკევიჩუსი - რუსეთი პანდემიის საფარქვეშ საქართველში ბორდერიზაციას აგრძელებს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლიკევიჩუსის თქმით, რუსეთი კორონავირუსის პანდემიის საფარქვეშ საქართველოში ბორდერიზაციას აგრძელებს. ამის შესახებ განცხადება ლინას ლიკევიჩუსმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
„რუსეთის კორონავირუსის საფარქვეშ აგრძელებს საქართველოში ბორდერიზაციას. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ამ პროცესს, რომელიც ციხნვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარეობს. ლიეტუვა ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აცხადებს ლინკევიჩუსი.