ლინას ლინკევიჩუსი - მაშინ, როცა რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავება
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, მაშინ, როცა რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავება.
ამის შესახებ ლინკევიჩუსი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინასთან შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.
მაშინ, როცა რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავება და მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს კარი იყოს ღია“, – წერს ლინს ლინკევიჩუსი.