ლინას ლინკევიჩუსი – მაშინ, როცა რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავება

21:09, 02.12.2020

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, მაშინ, როცა რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავება.

ამის შესახებ ლინკევიჩუსი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინასთან შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

მაშინ, როცა რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავება და მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს კარი იყოს ღია“, – წერს ლინს ლინკევიჩუსი.

მსგავსი