ლინას ლინკევიჩუსი - მოვიდა დრო, ევროკავშირმა მხოლოდ პასიურად არ უყუროს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მცდელობას, თავი დააღწიონ რუსეთის თითქოს ლეგიტიმურ ინტერესებს
ლინას ლინკევიჩუსი - მოვიდა დრო, ევროკავშირმა მხოლოდ პასიურად არ უყუროს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მცდელობას, თავი დააღწიონ რუსეთის თითქოს ლეგიტიმურ ინტერესებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ევროკავშირმა საკუთარი გეოპოლიტიკური როლი უნდა გადააფასოს.

მისი თქმით, ევროკავშირმა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის გაერთიანებაში წევრობის პერსპექტივები უნდა უზრუნველყოს. ამის შესახებ ლინკევიჩუსმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„მოსკოვში ვიზიტის „ფონზე“ დრო მოვიდა, ევროკავშირმა გადააფასოს თავისი გეოპოლიტიკური როლი და მხოლოდ პასიურად არ უყუროს სუვერენული ქვეყნების, უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის მცდელობას, თავი დააღწიონ რუსეთის ვითომდა ლეგიტიმურ ინტერესებს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ევროკავშირში მათი წევრობის პერსპექტივები“, – წერს ლინკევიჩუსმა.