თბილისში დღეს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩუსი ვიზიტი იწყება.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში დღის მეორე ნახევარში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრით დაიწყება.
ლიეტუვის საელჩოს ინფორმაციით, ხვალ დილიდან შეხვედრებია ჩანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანთან. მოგვიანებით, იგეგმება მაკკეინის ფონდის კონფერენციაში მონაწილეობა, რომელიც ლინკევიჩუსი ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებს. ასევე შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან.
საღამოს დაგეგმილია არაფორმალური შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ასევე ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან.