„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი - სრულ ლოკდაუნზე არ იქნება საუბარი და ამას მთავრობა ითვალისწინებს, მაგრამ იქნება შეზღუდვები, მოზომილი და მიზანშეწონილი
სრულ ლოკდაუნზე არ იქნება საუბარი და ამას მთავრობა ითვალისწინებს, მაგრამ იქნება შეზღუდვები, რომელიც მოზომილი და მიზანშეწონილი იქნება, – ამის შესახებ „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბაზრობების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოხდება პოზიციების შეჯერება, რომელიც არ დააზიანებს არც ეკონომიკას და არც ადამიანის ჯანმრთელობას.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან. ვიმსჯელეთ იმ პრობლემებზე, რაც დღეს არის საქართველოში და კიდევ ერთხელ შევაჯერებთ რეგულაციების მიხედვით ცხოვრებას, რომელიც არც ეკონომიკას დააზიანებს და არც ჯანმრთელობას. შესაბამისად, სრულ ლოკდაუნზე არ იქნება საუბარი და ამას მთავრობა ითვალისწინებს, მაგრამ იქნება შეზღუდვები, რომელიც მოზომილი და მიზანშეწონილი იქნება, იმისთვის, რომ ჯანმრთელობაც შევინარჩუნოთ და ეკონომიკაც არ დაზარალდეს, – განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.