ლიგა 2 განახლდა - „შუქურა“ შინ „გაგრასთან“ დაზავდა, „მერანი“ მეორეზე დაწინაურდა
სანაკრებო პაუზის შემდეგ გათამაშება ეროვნულ ლიგა 2-შიც განახლდა. „მერანმა“ მარტვილის „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ მეორეადგილოსანი წყალტუბოს „სამგურალი“ 2:0 დაამარცხა და მეორეზე თავად დაწინაურდა.
მასპინძლებმა შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს – მე-13 წუთზე ანგარიში ლევან წოწონავამ გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე ნიკა შალამბერიძემ სტუმართა კარი მეორედ აიღო. წყალტუბოელებს თამაშის გადარჩენის იმედი 57-ე წუთზე გადაეწურათ, როდესაც მთავარმა არბიტრმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის ილია ახვლედიანი გააძევა.
გათამაშების ლიდერმა ქობულეთის „შუქურამ“ მორიგი ქულები სახლში ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „გაგრასთან“ დაკარგა. თუმცა, მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს – 29-ე წუთზე, ანგარიში ქობულეთელთა თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა. თუმცა, სტუმრებს ანგარიშის გასათანაბრებლად სულ სამი წუთი ეყოთ – 32-ე წუთზე გიორგი ივანიაძემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.
მე-9 ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა 15 სექტემბერს გაიმართება:
16:00. „დავით პეტრიაშვილი – არენა“
არაგვი-სიონი
16:00. კასპი. ცენტრალური სტადიონი
შევარდენი 1906-რუსთავი
16:00/ განმუხური. ცენტრალური სტადიონი
დინამო (ზგ)-ვიტ ჯორჯია