ლიეტუვის სეიმმა „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი გინტაუტას პალუცკასი პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა
ლიეტუვის სეიმმა „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი გინტაუტას პალუცკასი პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა

ლიეტუვის სეიმმა „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი გინტაუტას პალუცკასი პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. მის კანდიდატურას სეიმის 88 წევრმა მისცა ხმა, 34 წინააღმდეგი იყო, ექვსმა კი თავი შეიკავა.

ამგვარად, პალუცკასს 15-დღიანი ვადა აქვს პარლამენტისთვის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობისა და მთავრობის პროგრამის წარსადგენად.

პალუცკასის კანდიდატურის წინააღმდეგი კონსერვატიული ფრაქცია იყო. ერთ-ერთ მიზეზად ფრაქციის ლიდერმა, მინდგაუს ლინგემ სამთავრობო კოალიციაში პოპულისტური „ნემუნო აუშრას“ („ნემანის განთიადის“) შესვლა დაასახელა. ლინგეს თქმით, ეს უქმნის რისკებს ქვეყნის უსაფრთხოებასა  და ეროვნულ ინტერესებს. „ნემუნო აუშრას“ ლიდერი ანტისემიტური პოზიციითა ცნობილი.

ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართა. ხმების უმრავლესობა „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ მიიღო, რომელმაც კოალიცია შეკრა პარტიებთან – „დემოკრატების კავშირი ლიეტუვისთვის“ და „ნემანის განთიადთან“.