ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ფინანსთა ყოფილ მინისტრ ინგრიდა სიმონიტესა და ეკონომისტ გიტანას ნაუსედას შორის გაიმართება
ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა ქვეყნის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ინგრიდა სიმონიტემ მიიღო. ლიეტუვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო ოლქის მონაცემების დათვლის შემდეგ, სიმონიტეს ხმათა 31.13 პროცენტი აქვს.
მეორე ადგილზე 30.95 პროცენტით ეკონომისტი გიტანას ნაუსედა გავიდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, საულიუს სკვერნელისმა ხმათა 19.72 პროცენტი აიღო და მესამე ადგილზეა.
შედეგების მიხედვით, 26 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პირველ-მეორე ადგილებზე გასულები, ინგრიდა სიმონიტე და გიტანას ნაუსედა დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
„მეორე ტურისთვის ჩემი გზავნილი იქნება, რომ ჩვენ მხოლოდ დიდ ქალაქებზე არ უნდა ვიზრუნოთ და პატარა ქალაქებსაც თანაბარი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენ არ გვყავს ორი ლიეტუველები, ჩვენ გვაქვს ერთი ლიეტუვა, რომელიც წარმატებული და ძლიერია“, – განაცხადა ინგრიდა სიმონიტემ.
პოპულარულ და რუსეთის კრიტიკით ცნობილ მოქმედ პრეზიდენტს, დალია გრიბაუსკაიტეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება აღარ შეეძლო, რადგან ის ლიეტუვას ორი ვადით მართავდა.