ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება
ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მეთაურის პოსტზე ცხრა კანდიდატი იყრის კენჭს. მათგან ფავორიტი სამია. ესენი არიან ქვეყნის ფინანსთა ყოფილი მინისტრი ინგრიდა შიმონიტე, ასევე ეკონომისტი გიტანას ნაუსედა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი. ერთ-ერთი მათგანი გამარჯვების შემთხვევაში შეცვლის ქვეყნის მოქმედ ლიდერ დალია გრიბაუსკაიტეს, რომელიც ამ პოსტს ორი ვადით იკავებდა და მესამე კენჭისყრის უფლება არ აქვს.
ლიეტუვას ახალი პრეზიდენტი იმ შემთხვევაში ეყოლება, თუ ერთ-ერთი კანდიდატი ამომრჩევლების ხმათა 50%-ზე მეტს მიიღებს. ხმის მიცემის უფლება ლიეტუვის 2,5 მილიონ მოქალაქეს აქვს.