ლიეტუვის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი - რუსეთს საკმარისი რესურსი აქვს, რომ ომი ამ ინტენსივობით კიდევ ორი წელი გააგრძელოს
ლიეტუვის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, ელეგიუს პოლავიჩიუსის განცხადებით, რუსეთს საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ომი ამ ინტენსივობით კიდევ ორი წელი გააგრძელოს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„რესურსები, რომელიც ახლა რუსეთს აქვს, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ომი არსებული ინტენსივობით კიდევ ორი წელი გაგრძელდეს. რამდენიმე ხანი შეძლებს რუსეთი ამ ომის გაგრძელებას. ეს ისეთი ქვეყნების მხარდაჭერაზეცაა დამოკიდებული, როგორებიცაა, მაგალითად, ირანი და ჩრდილოეთ კორეა“, – განაცხადა ელეგიუს პოლავიჩიუსმა.