ლიეტუვის საელჩო - გილოცავთ დედაენის დღეს, ლიეტუველებს, ისევე, როგორც ქართველებს, კარგად ესმით კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში მშობლიური ენის როლი
საქართველოში ლიეტუვის საელჩო ქართველ ხალხს დედაენის დღეს ულოცავს.
როგორც საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ქართველებს კარგად ესმით ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში მშობლიური ენის უმნიშვნელოვანესი როლი.
„საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო გილოცავთ ქართული ენის დღეს (დედაენის დღეს). ლიეტუველებს, ისევე, როგორც ქართველებს, წარმოადგენენ რა მცირერიცხოვან ერს, კარგად ესმით კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში მშობლიური ენის უმნიშვნელოვანესი როლი. მოქალაქეების მონდომებასა და ყოველდღიურ ქმედებებს, მათ შორის, საკუთარი მშობლიური ენის გამოყენებისა და პატივისცემის კუთხით, ენის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვით“, – წერს საელჩო.