ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო პლატფორმებზე ისაუბრებს იმის შესახებ, რომ უკრაინის მოკავშირეების სიტყვებსა და ქმედებებს შორის შეუსაბამობა არსებობს
ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, საერთაშორისო პლატფორმებზე ისაუბრებს იმის შესახებ, რომ უკრაინის მოკავშირეების სიტყვებსა და ქმედებებს შორის შეუსაბამობა არსებობს.
როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა განმარტა, 18 ქვეყნიდან, რომლებიც შეუერთდნენ ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენასთან დაკავშირებით, მხოლოდ ოთხმა შეასრულა ვალდებულებები.
„სამწუხაროა, რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება ხმამაღლა ჟღერდება, მაგრამ რეალური შედეგი ვერც კი შეედრება განცხადებებს. ჩვენმა მეგობრებმა უკრაინიდან არაერთხელ მიუთითეს ამაზე“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ნაუსედას განცხადებით, უკრაინის მოკავშირეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში ყველა ქვეყანა მომდევნო სამიზნე გახდება. ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უკრაინამ მიაღწიოს წარმატებას, მიიღოს ყველაფერი, რაც სჭირდებათ.
„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამაზე ვისაუბრო სამშვიდობო კონფერენციაზე, ევროპის საბჭოსა და ნატო-ს სამიტებზე“, – აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.