ლიეტუვის პრეზიდენტი - საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, შეუერთდეს დემოკრატიულ ევროატლანტიკურ ოჯახს
ლიეტუვის პრეზიდენტი - საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, შეუერთდეს დემოკრატიულ ევროატლანტიკურ ოჯახს

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს​ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„100 წლის წინ საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, 30 წლის წინ საქართველომ აღიდგინა ის. დღეს მას აქვს ისტორიული შესაძლებლობა, შეუერთდეს დემოკრატიულ ევროატლანტიკურ ოჯახს. ლიეტუვა სრულად უჭერს მხარს პოლიტიკურად გაერთიანებულ საქართველოს მის გზაზე. დიალოგი საზოგადოებაში აუცილებელია საქართველოს მომავლისთვის“,- წერს ნაუსედა „ტვიტერზე“.