ლიეტუვის პრეზიდენტი - ლიეტუვა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით ეროვნული ერთიანობის დღეს
9 აპრილთან დაკავშირებით ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„1989 წელს ამ დღეს, საქართველომ დაკარგა 21 მამაცი ადამიანი. საბჭოთა ჯარისკაცებმა სასტიკად მოკლეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები თბილისში. ამ უკანონო ძალადობის აქტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის კოლაფსში. ლიეტუვა იხსენებს მშვიდობისთვის გაღებულ მსხვერპლს და მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით ეროვნულ ერთიანობის დღეს“, – წერს პრეზიდენტი.
9 აპრილთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ განცხადება გაავრცელა ლიეტუვის საგარეო უწყებამაც.
„ეროვნული ერთიანობის ამ დღეს ვულოცავთ ქართველ მეგობრებს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წელს. ჩვენ ვიხსენებთ გმირებს, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და მათი სიცოცხლე შეეწირა საბჭოთა არმიის სასტიკ ძალადობას 1989 წელს თბილისში. თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის!“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.