ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი - ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს, სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის
ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს, სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე სოციალურ ქსელში წერს.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი ერის ნება და დაუბრუნდნენ ევროპული ინტეგრაციის კურსს, როგორც ეს კონსტიტუციაშია ჩაწერილი”, – წერს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.