ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი – ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს, სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის

09:14, 26.05.2024

ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს, სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე სოციალურ ქსელში წერს.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი ერის ნება და დაუბრუნდნენ ევროპული ინტეგრაციის კურსს, როგორც ეს კონსტიტუციაშია ჩაწერილი”, – წერს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.

 

 

მსგავსი