ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი - ლიეტუვა ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი - ლიეტუვა ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ლიეტუვა მხარს უჭერს და ყოველთვის დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

​ამასთან ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მაღალ დონეზეა.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი თანამშრომლობა ასეთ მაღალ დონეზეა. ჩვენ თანამშრომლობა გვაქვს ყველა მიმართულებით. როგორც პოლიტიკური, ისე ხალხებს შორის ურთიერთობა არის ძალიან კარგი.

​ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. ლიეტუვა ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ვისაუბრეთ“, – განაცხადა ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.