ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა სეიმის 141 წევრს ირჩევს, მათგან 70-ს პარტიული სიით, 71 კი მაჟორიტარული სისტემით. ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
„კოვიდ-19“-ის გამო არჩევნები განსაკუთრებულ პირობებში ტარდება: ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე აუცილებლად პირბადით და საკუთარი კალმით უნდა გამოცხადდნენ.
არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდება იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის აქტივობა 25 პროცენტზე მეტი იქნება. ერთმანდატიან ოლქებში, სადაც პირველ ტურში გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხდება, არჩევნების მეორე ტური 25 ოქტომბერს ჩატარდება.
ლიეტუვაში სეიმს ოთხი წლის ვადით ირჩევენ.