ლიეტუვაში ევროპარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა
ლიეტუვაში ევროპარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

ლიეტუვაში ევროპარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. ხმების დათვლის შედეგად „სამშობლოს კავშირმა – ქრისტიან-დემოკრატებმა“ 20,92 პროცენტი და სამი მანდატი მიიღეს. ბრიუსელში მუშაობას გააგრძელებენ ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნიავიჩინე და სეიმის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი პაულიუს საუდარგასი. მეორე ადგილზეა ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიული პარტია.

მემარცხენე პოლიტიკურმა ძალამ ორი მანდატი მიიღო. სოციალ-დემოკრატებს ბრიუსელში ვილია ბლინკიავიჩიუტე და ვიტიანის პოვილას ანდრიუკატისი წარმოადგენენ.

მესამე ადგილზეა ლიეტუვის გლეხთა და მწვანეთა კავშირი 8,96 პროცენტით და ერთი მანდატით. ევროპარლამენტში მუშაობას სეიმის წევრი, აურელიუს ვერიგა გააგრძელებს.

პარტია „თავისუფლებამ“ 7,93 პროცენტი მიიღო. მას ბრიუსელში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დაინიუს ჟალიმასი წარადგენს.

დემოკრატთა კავშირმა „ლიუტუვის სახელისთვის“ 5,84 პროცენტი დააგროვა. პარტიიდან ევროპარლმენტის წევრი ვირჯინიუს სინკევიჩიუსი გახდება, რომელიც ახლა ევროკომისარია.