ლიეტუვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
ლიეტუვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

ლიეტუვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნებში ორი კანდიდატი, ეკონომისტი გიტანას ნაუსედა და ლიეტუვის ფინანსთა ყოფილი მინისტრი ინგრიდა შიმონიტე მონაწილეობს.

პირველ ტურში შიმონიტემ ამომრჩეველთა ხმების 31,13%-ი მიიღო, ხოლო ნაუსედამ 30,94%-ი. ექსპერტების შეფასებით, კანდიდატების შანსები თანაბარია.

ლიეტუვის მოქმედი ლიდერი, დალია გრიბაუსკაიტე არჩევნებში არ მონაწილეობს. ის ამ თანამდებობას ორი ვადით იკავებდა და მესამედ კენჭისყრის უფლება არ აქვს.

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დღეს საღამოს გახდება ცნობილი.