„ლიდსი“ ჩრდილოეთ მაკედონიელ ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს სთავაზობს
„ლიდსი“ ჩრდილოეთ მაკედონიელ ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

ეზგიან ალიოსკი კარიერას ისევ „ელანდ როუდზე“ გააგრძელებს – „ევრო2020“-ის პლეიოფის ფინალში ჩვენი ნაკრების მეტოქის, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელს „ლიდსმა“ ახალი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა – ინფორმაციას ჩრდილოეთ მაკედონიური გამოცემა „ეკიპა“ ავრცელებს.

ალიოსკის მიერ ბოლო დროს ჩატარებული მატჩები იყო „ლიდსის“ ხელმძღვანელობისთვის საკმაოდ კარგი რეკომენდაცია, რომ ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები დაეწყოთ. ალიოსკის გუნდთან არსებული კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება, მაგრამ ორივე მხარეს გადაწყვეტილი აქვს, რომ საერთო ენა რაც შეიძლება მალე გამონახონ და ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმონ“, – წერს გამოცემა.

28 წლის ალიოსკილიდს იუნაიტედში“ 2017 წლიდან თამაშობს. ბალკანელი ფეხბურთელი „ელანდ როუდზე“ შვეიცარიული „ლუგანოდან“ გადავიდა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ გუნდი პრემიერ ლიგაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.