„ბარსელონამ“ რაფინიას ტრანსფერი შეათანხმა - ბრაზილიელი კლუბს ამერიკული ტურნეს დროს შეუერთდება #1TVSPORT
„ბარსელონამ“ რაფინიას ტრანსფერი შეათანხმა - ბრაზილიელი კლუბს ამერიკული ტურნეს დროს შეუერთდება #1TVSPORT

„ბარსელონამ“ „ლიდს იუნაიტედთან“ შემტევი ნახევარმცველის, რაფინიას ტრანსფერი შეათანხმა, – ამტკიცებს ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

კატალონიური კლუბი ბრაზილიელის გადასვლის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს გადაიხდის. კიდევ 12 მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.

თავად რაფინია „ბარსელონასთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს წლიური ექვსი მილიონი ევროს ოდენობით.

ამასობაში, ცნობილი ხდება როდის შეურთდება რაფინია „ბარსელონას“. ის კატალონიაში 13 ივლისს ჩავა და ოფიციალურად გააფორმებს კონტრაქტს. მას უკვე ყველა საჭირო დოკუმენტი აქვს იმისათვის, რომ ახალ კლუბს ამერიკულ ტურნეში გაჰყვეს. ეს ინფორმაცია გამოცემა RAC-მა გაავრცელა.