ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი ადასტურებს - მეკარე „ლიდსიდან“ დავიმატეთ, თავდამსხმელი „ლეგიადან“
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი ადასტურებს - მეკარე „ლიდსიდან“ დავიმატეთ, თავდამსხმელი „ლეგიადან“

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომ გუნდმა ორი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა.

მისი თქმით, „დინამოს“ ღირსებას დაიცავენ საფრანგეთში დაბადებული და ორმაგი მოქალაქეობის მქონე 25 წლის კოტდივუარელი თავდამსხმელი ვამარა სანოგო და 24 წლის მეკარე კამილ მიაზეკი.

სანოგომ კარიერა „მეცში“ დაიწყო, 2017 წლიდან ვარშავის „ლეგიაში“ თამაშობდა. დეკემბერში გუნდთან ხელშეკრულება დაუსრულდა და თავისუფალი აგენტი გახდა.

პოლონელი მეკარე კამილ მიაზეკიბელხატოვის“ აღზრდილია, 16 წლის როტერდამის „ფეიენორდში“ გადავიდა და ასაკობრივ გუნდებში გამოსვლის შემდეგ მთავარი გუნდის მეკარე გახდა. 2018 წლის ოქტომბრიდან ინგლისურ „ლიდს იუნაიტედში“ ჩაირიცხა და გუნდის მეორე მეკარე იყო. ამავე დროს, პოლონეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ. 2020 წლის აგვისტოში კონტრაქტი არ გაუგრძელეს და თავისუფალი აგენტი გახდა.

„ამ ტრანსფერებზე ჩვენი ახალი სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი მუშაობდა, რომელიც პოსტზე დეკემბერში დაინიშნა და უკვე მენეჯერობის კარგი უნარი გამოავლინა. პოლონელ მეკარესთან ხელშეკრულება ორწლიანია. მე არანაკლებ მახარებს „ლეგიას“ თავდამსხმელის, სანოგოს დამატება, რომელსაც შარშან ბუნდესლიგის „ჰოფენჰაიმში“ იწვევდნენ, მაგრამ ტრანსფერი ტრავმის გამო ჩაეშალა. ახლა უკვე ჯანმრთელადაა, რეაბილიტაცია დაასრულა და მიმაჩნია, რომ ჩვენს გუნდს გააძლიერებს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.