„მანჩესტერ სიტიმ“ კელვინ ფილიპსის ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ კელვინ ფილიპსის ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT

„ლიდს იუნაიტედის“ ნახევარმცველი კელვინ ფილიპსი ახლოს არის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლასთან.

Sky Sports ამტკიცებს, რომ ინგლისის ჩემპიონმა უკვე შეათანხმა „ლიდსთან“ ფეხბურთელის ტრანსფერი.

გარიგების თანხა 45-50 მილიონ ფუნტს გაუტოლდება. ნახევარმცველთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

გასულ სეზონში ფილიპსმა 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.