ჯერარდმა „ლიდსში“, შესაძლოა, ბიელსა შეცვალოს
ჯერარდმა „ლიდსში“, შესაძლოა, ბიელსა შეცვალოს

„ლიდს იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა განიხილავს მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტივენ ჯერარდის კანდიდატურას, – იტყობინება Football Insider.

როგორც წყარო წერს, „ლიდსი“ ეძებს მარსელო ბიელსას პოტენციურ შემცვლელს, რომლის კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში იწურება. გარდა ამისა, „იუნაიტედის“ დირექტორთა საბჭოს სურს ჰყავდეს კანდიდატურა იმ შემთხვევისთვის, თუ არგენტინელი სპეციალისტი ნაადრევად გადაწყვეტს წასვლას. აღნიშნავენ, რომ ადრე „ლიდსმა“ ორჯერ განიხილა ჯერარდის დანიშვნა: 2018-19 წლების სეზონის დასრულების შემდეგ და 2019 წლის შემოდგომაზე.

პრემიერლიგის რვა ტურის შემდეგ, „ლიდსი“ 10 ქულით მე-15 ადგილზეა. „რეინჯერსი“ 14 ტურის შემდეგ ლიდერობს შოტლანდიის პრემიერლიგას და უახლოეს მდევარ „სელტიკს“ ცხრა ქულით უსწრებს. ამასთან, „სელტიკს“ ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.