კვარაცხელიას დამატება „ლიდსსაც“ სურს - ქართველის პრობლემა ბრიტანული სამუშაო ვიზაა #1TVSPORT
კვარაცხელიას დამატება „ლიდსსაც“ სურს - ქართველის პრობლემა ბრიტანული სამუშაო ვიზაა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესზე უამრავი რამ დაიწერა. ახლა კი „ლიდსის“ ფან-კლუბის გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინგლისის პრემიერლიგის ეს კლუბიც დაინტერესდა.

Leeds Exclusive – ორტა მოლაპარაკებებს აწარმოებს კვარაცხელიას აგენტთან

„ლიდსის“ სპორტულმა დირექტორმა ვიქტორ ორტამ „რუბინის” ყაზანის ფორვარდ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტთან ზაფხულის შესაძლო ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები გამართა.

ლიდსმა“ პრემიერლიგაში დაბრუნების შემდეგ სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა და უკვე შემდეგი ჩემპიონატისთვის ემზადება. კვარაცხელია კი ერთ-ერთი მათგანია, ვინც კლუბს აინტერესებს.

გასული თვის ბოლოს, 20 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრების ფორმით 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში ესპანეთის გაუტანა. კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ 2019 წელს გადავიდა და რუსულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახლა „ლიდსმა“ გამოხატა ინტერესი, რომ იგი პრემიერლიგაში გადაიყვანოს. ცოტა ხნის წინ თავდამსხმელის მომავალი მიუნხენის „ბაიერნს“ დაუკავშირეს, მაგრამ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მისი აგენტი ორტასთან მოლაპარაკებებს ზაფხულში „ელანდ როუდზე“ („ლიდსის“ სტადიონი) კვარაცხელიას გადასვლის შესაძლებლობაზე აწარმოებს.“

ზოგადად, არსებული წესით, დიდი ბრიტანეთის კლუბებს შეუძლიათ კონტრაქტი გააფორმონ მოთამაშესთან, რომლის ეროვნული ნაკრებიც ფიფა-ს რეიტინგით 70 საუკეთესოს შორისაა და ბოლო 2 წელიწადში თამაშების 75% ჩაატარა. კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით ბრიტანული კლუბის ფან-გვერდი ამ პრობლემასაც ახსენებს.

„ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, რომ ტრანსფერი შეთანხმდა და ეჭვები რჩება, შეძლებს თუ არა ქართველის დიდი ბრიტანეთში შრიმის უფლების მიღებას. მარსელო ბიელსას გუნდში რომ გადავიდეს. 20 წლის მოთამაშის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე დაბრკოლებაა და უახლოეს მომავალში ვნახავთ, გადაწყვეტს თუ არა ორტა მოლაპარაკებაში წინსვლას და თუ ყურადღებას სხვა ტრანსფერზე გადაიტანს“.

გვერდზე ჩატარდა გამოკითხვა – „გსურთ, რომ „ლიდსმა“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი გააფორმოს?“, რაზეც 77%-მა დადებითი პასუხი გასცა, ხოლო 23%-მა – უარყოფითი.