როდრიგო მორენო - ბიელსას მუშაობის უნიკალური მეთოდი აქვს
როდრიგო მორენო - ბიელსას მუშაობის უნიკალური მეთოდი აქვს

როდრიგო მორენომ Marca-სთან ინტერვიუში, მისი გუნდის მთავარი მწვრთნელის, მარსელო ბიელსას შესახებ ისაუბრა. ესპანელი ფეხბურთელის თქმით, ის „ლიდსში“ ბედნიერია და არგენტინელი სპეციალისტისგან ყოველ დღე რაღაც ახალს სწავლობს.

„ის ყველაფერს აანალიზებს, არასდროს ტოვებს მცირე დეტალსაც კი და ყოველთვის ცდილობს ყველა შესაძლო სიტუაციისთვის მზად იყოს. ბიელსა ძალიან მომთხოვნია და ყოველთვის გვთხოვს ბოლომდე შრომას, როგორც შეტევაში ისე დაცვაში“, – აცხადებს როდრიგო.

მარსელოს სიტუაციის აღქმის განსხვავებული მეთოდი აქვს. მან, შესაძლოა, მატჩის პირველივე ტაიმში შეგცვალოს ან 25 წუთში. ისიც არაა გამორიცხული, რომ სტადიონზე შეგიშვას და 10 წუთში ისევ უკან გამოგიყვანოს. ის ასე ვინმეს გასაბრაზებლად არ იქცევა, არამედ ყველაფერს გუნდის სასიკეთოდ აკეთებს“.

როდრიგომ არგენტინელი მწვრთნელის განსხვავებულ სტილზეც ისაუბრა: „ბიელსას მუშაობის უნიკალური მეთოდი აქვს, უფრო მეტად ანალიტიკური. ეს სრულიად განსხვავებულია ყველაფრისგან, რაც აქამდე მინახავს. ის თავისი სტილის და თამაშის მეთოდოლოგიის ბოლომდე ერთგულია.“

მიუხედავად იმისა, რომ ბიელსას გუნდი 17 ტურის შემდეგ მე-12 ადგილზე იმყოფება, ბევრი კრიტიკოსის აზრით, ის ერთ-ერთ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს პრემიერლიგაში. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა სპეციალისტმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ „ლიდს იუნაიტედი“ ინგლისის ჩემპიონშიფში პირველ ადგილზე გაიყვანა და გუნდი ქვეყნის მთავარ ლიგაში დააბრუნა.