ლიბიაში თურქი სპეცრაზმელები ჩავიდნენ, რომლებიც გაერო-ს მიერ აღიარებულ ლიბიის მთავრობას დაიცავენ
ლიბიაში თურქი სპეცრაზმელები ჩავიდნენ, რომლებიც გაერო-ს მიერ აღიარებულ ლიბიის მთავრობას დაიცავენ

ლიბიაში თურქი სპეცრაზმელები ჩავიდნენ. თურქი მებრძოლები გაერო-ს მიერ აღიარებულ ლიბიის მთავრობას დაიცავენ. ინფორმაციას ტელეკომპანია „ალ არაბია“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ლიბიაში ასევე ჩავიდნენ თურქი სამხედროებიც. მათი ნაწილი ლიბიელ კოლეგებს გაწვრთნის, ხოლო მეორე ნაწილი სადაზვერვო სამუშაოებში ჩაერთვება.

თურქეთმა ლიბიაში სამხედრო მოსამსახურეები რამდენიმე დღის წინ გაგზავნა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ლიბიის ეროვნული ერთიანობის მთავრობას უჭერს მხარს.

აღნიშნული მთავრობის წინააღმდეგ იბრძვის მუამარ კადაფის ყოფილი მოკავშირე გენერალი ხალიფა ჰაფთარი, რომელსაც მხარს რუსეთიც უჭერს.

ლიბიაში შექმნილ სიტუაციაზე დღეს ბერლინში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.