„ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელები ბანკის პარტნიორ კომპანიებში ბარათით გადახდისას ნაღდი ფულის გატანასაც შეძლებენ
„ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელები ბანკის პარტნიორ კომპანიებში ბარათით გადახდისას ნაღდი ფულის გატანასაც შეძლებენ

„ლიბერთი ბანკის“ ინიციატივით, საქართველოში სრულიად ახალი საბანკო პროდუქტი შეიქმნა, რომლის შედეგად, „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელები ბანკის პარტნიორ კომპანიებში ბარათით გადახდისას ნაღდი ფულის გატანასაც შეძლებენ.

„ლიბერთის“ ინფორმაციით, ამ ინიციატივის განხორციელებაში ბანკს მხარი დაუჭირეს კომპანიებმა: „ავერსი“, „ნიკორა სუპერმარკეტი“, „ფარმადეპო“ და „პსპ“. ახალი პროდუქტით „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელები სწორედ ამ პარტნიორ კომპანიებში ისარგებლებენ.

„ქვეყანაში არსებული დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, სულ მოკლე დროში, ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავერთიანდით ორი მიზნის გარშემო – ერთი, რომ დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, კიდევ უფრო უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და რაც შეიძლება მეტი მომსახურება მიიღონ იმ წერტილებში, სადაც ისინი რეგულარულად დადიან; მეორე – გავზარდოთ ბარათით გადახდის მოტივაცია. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი წამყვანი, თუნდაც კონკურენტი კომპანიების, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა, რისთვისაც გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების მენეჯმენტს ამ იდეის გაზიარებისა და მყისიერი რეაგირებისთვის“, – განაცხადა „ლიბერთის“ საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ.

მომსახურების ახალი არხი „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის უახლოეს დღეებში იქნება ხელმისაწვდომი, რის შესახებაც ბანკი საკუთარ მომხმარებლებსა და ფართო საზოგადოებას საინფორმაციო არხების საშუალებით შეატყობინებს.