თბილისში, „ლიბერთი ბანკის“ დიღმის ფილიალზე თავდასხმა მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბანკში ერთი პირი შეიჭრა.
„ლიბერთი ბანკის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. წაღებულია თანხა, თუმცა რა რაოდენობის, ჯერ უცნობია.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, კითხავენ ბანკის თანამშრომლებს, რომლებიც მომხდარის დროს ბანკში იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) და სსკ-ის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად.