ლიბანში შეიარაღებულმა პირმა აშშ-ის საელჩოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა
შეიარაღებულმა პირმა ლიბანში აშშ-ის საელჩოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ორმხრივი სროლის დროს თავდამსხმელი დაიჭრა. სამხედროებმა განაცხადეს, რომ თავდამსხმელი სირიის მოქალაქეა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აშშ-ის საელჩოში განაცხადეს, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაფიქსირდა საელჩოს შესასვლელის სიახლოვეს, ადგილობრივი დროით დილის 08:34 საათზე და დასძინეს, რომ საელჩოს დაწესებულება და გუნდი უსაფრთხოდაა.
„როიტერს“ ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ასევე დაიჭრა საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი.
ცნობისთვის, აშშ-ის საელჩო ლიბანში მდებარეობს ბეირუთის ჩრდილოეთით, დაცულ ზონაში.