ლიბანში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 620-მდე გაიზარდა
ისრაელის ავიაიერიშებს ლიბანში ბოლო ერთ დღეში 72 ადამიანი ემსხვერპლა, 392 კი დაშავდა.
საერთო ჯამში მსხვერპლის რაოდენობამ 620-ს მიაღწია.
ლიბანში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად საცხოვრებელი შესაძლოა 500 000-მა ადამიანმა დატოვა. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გასული ღამის განმავლობაში დაიბომბა „ჰეზბოლას“ 75 სამიზნე ობიექტი.
ლიბანის სამხრეთით და ბექაას ხეობაში დაბომბილი სამიზნეები მოიცავდა იარაღის საცავებს, სარაკეტო გამშვებებს, „ჰეზბოლას“ მიერ გამოყენებულ შენობებს, ოპერატიულ პირებს და სხვა ინფრასტრუქტურას.
ისრაელის მედია წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების ფონზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოუწოდა ისრაელის თავდაცვის ძალებს, შეამცირონ ლიბანზე თავდასხმები.