ლიბანში „ჰეზბოლას“ მომხრეების მიტინგზე სამართალდამცავებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს
ლიბანში „ჰეზბოლას“ მომხრეების მიტინგზე სამართალდამცავებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს

ლიბანში მოძრაობა „ჰეზბოლას“ მომხრეების მიტინგზე სამართალდამცავებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები ბეირუთის ცენტრალურ მოედანზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც შიიტურ მოძრაობას შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ახალგაზრდა აქტივისტებმა პოლიციელებს ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და ბეირუთის მთავარ მოედანზე შეკრებილი ანტისამთავრობო მიტინგის მონაწილეთა დარბევა სცადეს. მომიტინგეებმა რამდენიმე ავტომობილი დაწვეს და სამთავრობო შენობებს დაესხნენ თავს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

ლიბანში საპროტესტო აქციები ოქტომბრის შემდეგ არ წყდება. დემონსტრანტები მთავრობისგან ეკონომიკური კრიზისის დაძლევას მოითხოვენ.