ნიკოლას მადურო - ნუ მიიღებთ ნაჩუქარ ელექტრონულ მოწყობილობებს, ფრთხილად იყავით თქვენს ტელეფონთან, ხომ ხედავთ, რა მოხდა ლიბანში
ნიკოლას მადურო - ნუ მიიღებთ ნაჩუქარ ელექტრონულ მოწყობილობებს, ფრთხილად იყავით თქვენს ტელეფონთან, ხომ ხედავთ, რა მოხდა ლიბანში

როგორც ვენესუელის მედია იუწყება, ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ მოქალაქეებს მოუწოდა, არ მიიღონ საჩუქრად ელექტრონული მოწყობილობები.

აღნიშნულის შესახებ განცხადება მადურომ ლიბანში პეიჯერებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების აფეთქების შემდეგ გააკეთა.

„მე ჩვეულებრივ წიგნებს ვჩუქნი… ან ხელნაკეთ ხის ზარდახშებს, რომელშიც ვდებ ვენესუელურ ყავას, ტკბილეულს. ნუ მიიღებთ ნაჩუქარ ელექტრონულ მოწყობილობებს, ფრთხილად იყავით თქვენს ტელეფონთან, ხომ ხედავთ, რა მოხდა ლიბანში“, – განაცხადა მადურომ.

ცნობისთვის, 17 და 18 სექტემბერს ლიბანის სხვადასხვა რაიონში საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის პეიჯერების, აფეთქება მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, 37 ადამიანი დაიღუპა, 3 000-ზე მეტი დაშავდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ათასობით მოწყობილობის ერთდროული აფეთქება. „ჰეზბოლამ“, ლიბანისა და ირანის ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრეს. ისრაელის ხელისუფლებას ჯერ არ დაუდასტურებია და არც უარყვია აფეთქებებთან კავშირი.