ლიბანში აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 356-მდე გაიზარდა
ლიბანში ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 356-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. დაღუპულთა შორის 24 ბავშვი და 42 ქალია, დაშავებულია 1 246 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ საჰაერო იერიშები ისრაელსა და ლიბანს შორის გრძელდება.
როგორც ისრაელში აცხადებენ, ლიბანში „ჰეზბოლას“ 300-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.
ლიბანის პრემიერ-მინისტრი ნაჯიბ მიკატი კი ამბობს, რომ ისრაელის იერიშების მიზანი ლიბანის სოფლებისა და ქალაქების განადგურებაა.