ლიბანში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ გახსნილ ცეცხლს ლიბანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა
ლიბანში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ გახსნილ ცეცხლს ლიბანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა

სამხრეთ ლიბანის მიმართულებით ისრაელის მიერ გახსნილ ცეცხლს ლიბანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა. როგორც „ფრანს 24“ წერს, ამის შესახებ დასახლება შებაას მერმა სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა.

მისი ინფრომაციით, ისრაელის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად, საკუთარ სახლში დაიღუპნენ მამაკაცი და მისი ცოლი. ამასთან, „ფრანს პრესის“ კორეპოსნდენტი ადგილიდან დღის განმავლობაში ინტენსიური ცეცხლის შესახებ იტყობინებოდა.

„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ცეცხლის გახსნის შემთხვევები ისრაელსა და „ჰეზბოლას“, ასევე მის მხარდამჭერ სხვა ჯგუფებს შორის თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება.