ლიბანს ახალი მთავრობა ჰყავს
ლიბანს ახალი მთავრობა ჰყავს

ლიბანს ახალი მთავრობა ჰყავს. პრემიერ-მინისტრმა, საად ჰარირიმ მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება ცხრათვიანი მოლაპარაკებების შედეგად შეძლო.

საად ჰარირი მკაცრი რეფორმების გატარებას აანონსებს.

ახალ მთავრობაში მინისტრთა სავარძლებს აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰეზბოლას“ მოკავშირეებიც იკავებენ. მათ შორის არის გებრალ ბასილი, მოქმედი პრეზიდენტის, მიშელ აუნის სიძე. ის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაიბარებს.

თავდაცვის უწყებას ასევე პრეზიდენტის მოკავშირე ელიას ბუ-სააბი ჩაუდგება სათავეში. „ჰეზბოლას“ წარმომადგენელი გაუძღვება ჯანდაცვის უწყებასაც.