ლიბანის სანაპირო ქალაქ ტვიროსზე ისრაელის საჰაერო დარტყმას, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 46 კი დაშავდა
ლიბანის სანაპირო ქალაქ ტვიროსზე ისრაელის საჰაერო დარტყმას, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 46 კი დაშავდა. ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
უწყების ცნობით, ავიადარტყმების შედეგად დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.