ლიბანის სამხრეთ რეგიონში მცხოვრებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებებით გააფრთხილეს, მოერიდონ შენობებს, სადაც „ჰეზბოლას“ წევრები არიან გამაგრებული
ლიბანის სამხრეთ რეგიონში მცხოვრებლები დილიდან იღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომ მოერიდონ შენობებს, სადაც „ჰეზბოლას“ წევრები არიან გამაგრებული. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ქვეყნის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, რომ მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმაც მიიღო მსგავსი შეტყობინება.
ლიბანის სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო კომპანიის, Ogero-ს ცნობით, მსგავსი ტიპის შეტყობინება დაახლოებით 80 000-მა ადამიანმა მიიღო.