ლიბანის პრეზიდენტი - ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მუშაობს მთავრობის შექმნის ხელშესაშლელად და ქვეყნის ქაოსში შეყვანა აქვთ გადაწყვეტილი
ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ახალი მთავრობის ფორმირების ხელშეშლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი ქვეყნის ქაოსში დატოვებას ცდილობენ.
„ზოგიერთი ძალა მუშაობს მთავრობის შექმნის ხელშესაშლელად და გადაწყვეტილი აქვთ ქვეყნის ქაოსში შეყვანა თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა აუნმა.
მანამდე, პრეზიდენტმა აუნმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნულმა ნაჯიბ მიქათმა გამოთქვეს ოპტიმიზმი, რომ მთავრობა მალე შეიქმნება, რითაც ბოლო მოეღება ლიბანის ორწლიან ფინანსურ კრიზისს.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრად დანიშნული მიქათი აცხადებს, რომ გააგრძელებს საჭირო ძალისხმევას მთავრობის შესაქმნელად. მოცემულ ეტაპზე ლიბანს დროებითი მთავრობა მართავს მას მერე რაც, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰასან დიაბი თანამდებობიდან გადადგა.