ლიბანის პრეზიდენტი ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად გაერო-ს დახმარებას სთხოვს
ლიბანის პრეზიდენტი ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად გაერო-ს დახმარებას სთხოვს

ლიბანი ამჟამად მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ იმედია, რომ გაერო-ს სტრუქტურები და მეგობარი სახელმწიფოები უფრო მეტ მხარდაჭერას გაუწევენ ამ ქვეყანას სირთულეების დასაძლევად, – ამის შესახებ ლიბანის პრეზიდენტმა, მიშელ აუნმა გაერო-ს ადამიანური დასახლებების პროგრამის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრისას განაცხადა.

აუნის თქმით, დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი უმძლავრესი აფეთქება, კორონავირუსის პანდემია და სირიელი ლტოლვილების შედინება ქვეყანას მძიმე ტვირთად დააწვა და ზიანი მიაყენა.

ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, სირიიდან ლიბანის ტერიტორიაზე 1,8 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილი შევიდა. ის საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, დაეხმარონ ამ ადამიანებს საკუთარ სამშობლოში დაბრუნებაში.

დატოვე კომენტარი