ლიბანის პრემიერის თანამდებობას გერმანიაში ლიბანის ელჩი, მუსტაფა ადიბი დაიკავებს
ლიბანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას გერმანიაში ლიბანის ელჩი, მუსტაფა ადიბი დაიკავებს.
ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადიბის კანდიდატურა ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საად ალ-ჰარირიმ დღეს ოფიციალურად წარადგინა.
„როიტერი“ წერს, რომ ქვეყნის პრეზიდენტთან, მიშელ აუნისთან შეხვედრის შემდეგ ჰარირიმ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახალი მთავრობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოყალიბდეს და მისი მთავარი მიზანი ბეირუთში 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ ქალაქის აღდგენა უნდა იყოს.