ლიბანის პრემიერი - ვშიშობ, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომის ესკალაცია მთელ რეგიონში გავრცელდება და ახლო აღმოსავლეთს ქაოსი მოიცავს
ლიბანის პრემიერ-მინისტრი ნაჯიბ მიკატი შიშობს, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში ქაოსს გამოიწვევს.
ლიბანის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, კონფლიქტის მიმდინარეობისას მისი ქვეყანა ქარიშხლის შუაგულშია მოქცეული.
„მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას, რომ ლიბანი არ შევიდეს ომში. ამ დროისთვის „ჰეზბოლა“ მართავს სიტუაციას რაციონალურად, გონივრულად და თამაშის წესები შეზღუდულია გარკვეული საზღვრებით. ვხედავ, რომ არის რეალური რბოლა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და ესკალაციას შორის, რადგან ესკალაცია მხოლოდ ლიბანს არ ეხება, ვშიშობ, რომ ესკალაცია მთელ რეგიონში გავრცელდება და ახლო აღმოსავლეთს ქაოსი მოიცავს“, – განაცხადა ნაჯიბ მიკატიმ.